საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით.

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით დღეს (07.08.2018) გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპიკერმა განაცხადა: "დღეს 10 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და კიდევ ოთხი სახელმწიფოს მიერ მიუღებელია.

გერმანია მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ ქვაკუთხედად რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს სრულყოფილად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები
გერმანია გააგრძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM მხარდაჭერას და სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებას.

მივესალმებით საქართველოს მთავრობის ღონისძიებათა პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომლითაც გაუმჯობესდება ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ადამიანებისათვის ცხოვრების პირობები ვაჭრობის, განათლების მიღების და მობილურობის გამარტივების გზით. "