საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში სტაჟირების კონკურსი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გერმანიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა სტაჟირების გავლის პერიოდს აღემატება;

საბუთები მიიღება 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: berlin.emb@mfa.gov.ge, ან გენერალურ საკონსულოში ქ. მაინის ფრანკფურტში frankfurt.con@mfa.gov.ge

სტაჟირება დაიწყება 2018 წლის პირველი ივნისის შემდგომ.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.

ვაკანსიის ოდენობა: 

  • 2 (ორი) საქართველოს საელჩოში;
  • 2 (ორი) გენერალურ საკონსულოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • განათლება: პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, სოციოლოგია, უცხო (გერმანული, ინგლისური) ენები, ფილოლოგია, ჟურნალისტიკა.

წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:

  • განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ - დანართი 2.pdf;
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • პასპორტის ასლი;
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
  • ერთი ფოტოსურათი (3x4).
  • ნასამართლობის შესახებ ცნობა (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს berlin.konsulat@mfa.gov.ge მომსახურება უფასოა).

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართებზე:
საქართველოს საელჩო, ქ. ბერლინი,
Rauchstr. 11, 10787 Berlin, ან საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქ. მაინის ფრანკფურტში - Bockenheimer Landstraße 97-99, 60325 Frankfurt am Main

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ - მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.