საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ბერლინში

დიასპორული გაერთიანებების წარმომადგენელთა საყურადღებოდ!

როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის მარტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ვიზალიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის განხორციელება, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ თემაზე საქართველოს საელჩო ქ. ბერლინში, (მისამართი: რაუხშტრასე 11, 10787) ა. წ. 11 მაისს 17:00 საათზე გამართავს შეხვედრას დიასპორის წარმომადგენლებთან.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ზემოხსენებულ შეხვედრაში თქვენი მონაწილეობა საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - berlin.konsulat@mfa.gov.ge.
შეხვედრაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.​