საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

26 ივნისს საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, მიქაელ შტიუბგენთან, შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.