საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროექტ „თბილისის არქიტექტურული ბიენალეს“ პრეზენტაცია

26 ივნისს საქართველოს საელჩოში პროექტ „თბილისის არქიტექტურული ბიენალეს“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ავტორებმა, ახალგაზრდა არქიტექტორებმა თინათინ გურგენიძემ და გიგი შუკაკიძემ, დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე წლის ოქტომბერში ქ. თბილისში დაგეგმილი ბიენალეს პროგრამა და კონცეფცია წარუდგინეს. პრეზენტაციას მონაწილეთა დისკუსია მოჰყვა.