საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეთა საყურადღებოდ!

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, 2018 წლის 28 ოქტომბრისთვის საქართველოში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები. არჩევნების ჩატარება და საარჩევნო უბნების გახსნა იგეგმება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ უცხოეთში მყოფი პირი მოხვდება ამომრჩეველთა სიაში თუ იგი დადგება/დგას საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21- დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

 

ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41

​