საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის №277/2018 განკარგულების თანახმად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეიქმნა სამი საარჩევნო უბანი.



1 № 13 საარჩევნო უბანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი
მის.: რაუხშტრასე 11, 10787 ბერლინი
Rauchstr. 11, 10787 Berlin
2 № 57 საარჩევნო უბანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. მაინის ფრანკფურტი
მის.: ბოკენჰაიმერ ლანდშტრასე 97-99, 60325 ქ. მაინის ფრანკფურტი, Bockenheimer Landstrasse 97-99, 60325 Frankfurt am Main
3 № 58 საარჩევნო უბანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. მიუნხენი
მის.: ლუისენშტრასე 43/2, 80333 მიუნხენი
Luisenstrasse 43/2, 80333 München


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები (პირები, რომლებიც იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე ან არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) არჩევნებში მონაწილეობენ და საარჩევნო უბანზე გამოცხადდებიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

№ 13 საარჩევნო უბანი: ბერლინი (Berlin), ბრანდენბურგი (Brandenburg), ბრემენი (Bremen), ჰამბურგი (Hamburg), მეკლენბურგ-წინა პომერანია (Mecklenburg Vorpommern), საქსონია (Sachsen), ქვემო საქსონია (Niedersachsen), საქსონია-ანჰალტი (Sachsen-Anhalt), შლეზვიგ ჰოლშტაინი (Schleswig-Holstein).

№ 57 საარჩევნო უბანი: ჰესები (Hessen), ჩრდილოეთ რაინ ვესტფალია (Nordrhein-Westfalen), რაინლანდ პფალცი (Rheinland-Pfalz), ტურინგენი (Thüringen), ზაარლანდი (Saarland).

№ 58 საარჩევნო უბანი: ბავარია (Bayern), ბადენ-ვიურტემბერგი (Baden-Württemberg).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოქალაქე ვალდებულია თან იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა.