საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით, 11 ნოემბერი განისაზღვრა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადად.
🔵 საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ რეჟიმში დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
🔵 ამომრჩეველთა სიის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace ან https://voters.cec.gov.ge/
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ geoconsul.gov.ge-ზე ელექტრონული განცხადებების რეგისტრაცია, ასევე საელჩოს საკონსულო სამსახურში განცხადებების მიღება შეწყდება ა.წ. 11 ნოემბერს გერმანიის დროით 18:00 საათზე.
საელჩო მიმართავს გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირების მიზნით!