საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აცხადებს სტაჟირების კონკურსს.

საქართველოს საელჩო  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აცხადებს სტაჟირების კონკურსს. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს გერმანიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
საბუთები მიიღება 2018 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: berlin.emb@mfa.gov.ge
სტაჟირება დაიწყება 2019 წლის პირველი თებერვლიდან.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება;
ვაკანსიის ოდენობა:
2 (ორი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• განათლება: პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, სოციოლოგია, უცხო (გერმანული, ინგლისური) ენები, ფილოლოგია, ჟურნალისტიკა.
წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
• განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართიN2);
• ავტობიოგრაფია;
•დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
•პასპორტის ასლი;
• ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
• ერთი ფოტოსურათი (3X4).
•ნასამართლობის შესახებ ცნობა (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს berlin.konsulat@mfa.gov.ge მომსახურება უფასოა). 
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს საელჩო,                                      ქ. ბერლინი, Rauchstr. 11, 10787 Berlin. 
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.
•დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ტელეფონზე: +49 30 484907+0  (10:00 საათიდან 13:00 საათამდე) ან მოგვმართონ ელ-ფოსტის მეშვეობით: berlin.emb@mfa.gov.ge
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

დანართი 2.pdf