საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნაირა გელაშვილი ლიტ.კოლონზე

ქალაქ კიოლნის ტრადიციულ ლიტერატურულ ფესტივალზე „ლიტ.კოლონი“, რომელიც 2001 წლიდან ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება, მონაწილეობა მიიღო მწერალმა ნაირა გელაშვილმა. ა. წ. 14 მარტს, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, შედგა ქართველი მწერლის შეხვედრა გერმანელ მკითხველთან და ლიტერატურით დაინტერესებულ პირებთან და გაიმართა მისი წიგნის „მივემგზავრები მადრიდს“ გერმანული თარგმანის პრეზენტაცია. ღონისძიება სრული ანშლაგით, დიდი წარმატებით ჩატარდა „გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების საზოგადოების“ ოფისში.