საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა. ა. წ. 6 მარტს ის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

დოქტორ ელგუჯა ხოკრიშვილს 2014-2015 წწ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობები ეკავა.

მას განათლება გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტში ეკონომიკის განხრით აქვს მიღებული. ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრისა და დოქტორის სამეცნიერო ხარისხები.

ის 2002-2008 წწ. პოტსდამის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მოგვიანებით გახდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს ექსპერტი, რის შემდეგაც ისევ პოტსდამის უნივერსიტეტს დაუბრუნდა და 2010 წლამდე პროექტების მართვის სპეციალისტად მუშაობდა.

მას აქვს დიპლომატიაში მოღვაწეობის გამოცდილება, რომელიც ბერლინში, საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობისას შეიძინა.