საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრესკონფერენცია ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე ბერლინში

 

ა. წ. 8 მარტს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გერმანული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ბერლინში ყოველწლიურად იმართება და 120 000 ვიზიტორზე მეტს მასპინძლობს, პრესკონფერენცია მოეწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ღირშესანიშნაობებზე უამბეს და ტურიზმის სფეროში განხორციელებულ მიღწევებს გაუსვეს ხაზი.