საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიმართვა

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

როგორც მედიიდან და ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობდით, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პროფესორი ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოსამართლედ იქნა არჩეული.

საქართველოს პრეზიდენტმა მის შემცვლელად დოქტორი ელგუჯა ხოკრიშვილი უკვე დანიშნა, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებას უახლოეს მომავალში შეუდგება.

გარდამავალ პერიოდში საქართველოს საელჩოს წარმოადგენს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლევან დიასამიძე, რომელიც საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად უზრუნველყოფს მიმდინარე საქმიანობის შეუფერხებელ მიმდინარეობას.

პატივისცემით,
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში