საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი

2018 წლის 8 იანვრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილია.

იგი 1973 წლის 24 მაისს დაიბადა ქალაქ თბილისში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

განათლება და აკადემიური გამოცდილება

2011 - 2012

მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2010 - 2011

მეცნიერ-თანამშრომელი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრა

2008 - 2011

პროექტების მმართველი, "კაპიტალური ბაზრები, საბანკო და საჯარო სექტორი - პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება ტრანსფორმაციის ქვეყნებისთვის"; პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია

2005 - 2008

სადოქტორო ნამუშევრის დაცვა - ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია

2005 - 2008

მეცნიერ-თანამშრომელი, პოტსდამის უნივერსიტეტის საჯარო ფინანსების კათედრა. კვლევითი პროექტი: ”საგადასახადო დასატრანსფერო სისტემის რეფორმა: მდგრადი ფისკალური პოლიტიკასაქართველოში”

2002 - 2004

ეკონომიკის და ბიზნესის მაგისტრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია

1998 - 2002

ეკონომიკის ბაკალავრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია

სამუშაო და პოლიტიკური გამოცდილება

2015 - 2017

საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

2014 - 2015

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

2014

საქართველოს რეგიონული

განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

2012 - 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

2010 - 2012

კონსულტანტი, პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი/კანადა

2009 - 2012

გამგეობის თავმჯდომჯარის მოადგილე, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი

გამოქვეყნებული შრომები:

10-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმებისა და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

უცხო ენები:

გერმანული, ინგლისური, რუსული