ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

საქართველოს საელჩო და საკონსულო განყოფილება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 26 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული, რის გამოც საქართველოს საელჩო და საკონსულო განყოფილება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ ორშაბათს, 29 მაისიდან.


განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მოქმედებს საკონსულო განყოფილების ცხელი ხაზი: 0162 88 55 303

განთავსების თარიღი: 25.05.2017
 

უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების საყურადღებოდ!!!

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N826 განკარგულების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას იღებს პროგრამის - „მომავლის ბანაკი“ განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში.

პროგრამაში - „მომავლის ბანაკი“ მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობა - 7 დღე, პროგრამის განხორციელების პერიოდი: პირველი ნაკადი: 28 ივლისი - 3 აგვისტო მეორე ნაკადი: 5-11 აგვისტო, მესამე ნაკადი: 13-19 აგვისტო.

 

 

განთავსების თარიღი: 25.05.2017
 

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

 

ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

განთავსების თარიღი: 23.05.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებას და იმიჯის პოპულარიზაციაში.

 

ვრცლად იხილეთ: http://mfa.gov.ge/News/%E2%80%8Bdiasporis-dajildoeba-2017.aspx

 

 

განთავსების თარიღი: 20.05.2017
 

16 მაისს საქართველოს საელჩოს გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გერმანული დელეგაციის ხელმძღვანელის ბატონი აქსელ ფიშერის საარჩევნო ოლქის - კარლსრუეს წარმომადგენლები განსაკუთრებული მისიით ეწვივნენ: ოლქ გრაბენ-ნოიდორფის (Graben-Neudorf) მერის ქრისტიან ეჰაიმის ხელმძღვანელობით, სტუმრებმა საელჩოს ტრადიციულად მშობლიური კუთხიდან ჩამოტანილი სატაცური სიმბოლურად გადასცეს და საელჩოს მიერ საგანგებოდ მათთვის ორგანიზებულ მიღებას დაესწრნენ. საელჩოში გამართულ მიღებაზე საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ სტუმრებს სასიამოვნო ტრადიციის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა. საქართველოს საელჩოდან დელეგაცია სატაცურის გადასაცემად გერმანიის კანცლერთან გაემგზავრა.

 

განთავსების თარიღი: 18.05.2017
 

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 12 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საელჩო და საკონსულო განყოფილება 12 მაისს არ იმუშავებენ და მუშაობას განაახლებენ ორშაბათს, 15 მაისს. 

 

განსაკუთრებულ შემთხვევებში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზს შემდეგ ნომერზე: 0162 88 55 303

 

პატივისცემით,

 

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 

 

განთავსების თარიღი: 11.05.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც მან 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად ბერლინში საზეიმოდ გახსნ საქართველო-გერმანიის წელ.

საქართველო-გერმანიის წლის გახნის საზეიმო ღონისძიება, რომელსაც 500-მდე მოწვეული სტუმარი ესწრებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზ Weltsaal“-ში გაიმართა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც საზეიმო ღონისძიების წინ ერთობლივი პრეს-კონფერენციაც გამართეს. „1992 წლის აპრილში გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველი საელჩო გახსნა თბილისში. საქართველოს მოსახლეობა იმ დროიდან მოყოლებული და მანამდეც ევროპაზეა ორიენტირებული - იმ დროს როცა ევროპის ერთიანობას შიგნიდან ჰყავს სკეპტიკოსები, ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ხანდახან ევროპის გარეთ ევროპას უფრო აფასებენ ვიდრე თავად ევროპაში. ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და ვაფასებთ იმ დიდ ძალისხმევას, რაც რეფორმების გატარების კუთხით საქართველომ გასწია,“ ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა საქართველო-გერმანიის გახსნის ცერემონიის წინ ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

 

განთავსების თარიღი: 10.05.2017
 

2017 წლის 4 მაისს, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, ბერლინის NEUES MUSEUM-ში, საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიასა და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტის, ჰერმან პარცინგერის ინიციატივით, გაიმართა პრეზენტაცია ახალი გამოცემისა - „წინა და ადრე-ისტორიული აღმოჩენები საქართველოდან“ - საელჩოს მიღება. აღსანიშნავია, რომ კატალოგის ავტორი, ბატონი მანფრედ ნავროტი აღნიშნული მუზეუმის კურატორია და მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან. გამოცემაში აღბეჭდილია ყველა ის ქართული არქეოლოგიური ექსპონატი, რომელიც დღეს ინახება ბერლინში. ამასთანავე, კრებულში შესულია ინფორმაცია იმ არტეფაქტების შესახებ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შედეგად გადაადგილდა, განადგურდა, ან დაკარგულია.

 

 

განთავსების თარიღი: 08.05.2017
 

გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად 9 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული, რის გამოც საქართველოს საელჩო და საკონსულო განყოფილება ხვალ, 9 მაისს არ იმუშავებს.

 

განსაკუთრებულ შემთხვევებში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონსულო განყოფილების ცხელ ხაზს: 0162 88 55 303

 

პატივისცემით,საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

განთავსების თარიღი: 08.05.2017
 

26 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელგანთქმულ დარბაზ "Weltsaal"-ში საზეიმოდ გაიხსნა საქართველო-გერმანიის წელი. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელთა პატრონაჟითაც საქართველო-გერმანიის წელი იმართება, გახსნის ცერემონიას დაესწრნენ და სიტყვით მიმართეს "Weltsaal"-ში შეკრებილ 500-მდე სტუმარს.

„ეს არის ჩვენი ურთიერთობების სიუხვისა და მრავალფეროვნების დადასტურება. ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცემა ინტენსიური ქართულ-გერმანული მომავალი!“- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა. 

აღსანიშნავია, რომ გერმანიასა და საქართველოში მომდევნო თვეების განმავლობაში 130-ზე მეტი ერთობლივი ღონისძიება და პროექტი განხორციელდება. 

 

 

განთავსების თარიღი: 08.05.2017
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ