ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სამუშაო შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის მეცნიერ-თანამშრომლებთან

მიმდინარე წლის 29 ივნისს საქართველოს საელჩოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთვის: რეფორმები და პერსპექტივები“ („Visa-Liberalisierung für Georgien: Reformen und Perspektiven“), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ბუნდესტაგის საშინაო და საგარეო კომიტეტის წევრი დეპუტატების ასისტენტებმა. დეპუტატების ასისტენტებს, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან გერმანიის პარლამენტში საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესთან დაკავშირებულ სამუშაოებში, სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების მნიშვნელობასა და ამ პროცესში გერმანიის როლის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე, რომელმაც სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წარგზავნილი პოლიციის ატაშე, გვანცა ჩხვიმიანი, რომელმაც ბუნდესტაგის მეცნიერ-თანამშრომლებს გერმანიაში ქართული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში გატარებული ღონისძიებებისა და ქართულ-გერმანული საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბუნდესტაგის საშინაო და საგარეო კომიტეტების წევრი დეპუტატების ასისტენტების შეკითხვებს უპასუხა და მათთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახა.

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ