ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის რიგით მეორე სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

მიმდინარე წლის 29-31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად საქსონიის, ბადენ-ვიურტემბერგისა და ჰესენის ფედერალურ მიწებს ესტუმრა, სადაც მან შეხვედრები გამართა შინაგან საქმეთა მინისტრებთან.  ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. ხელი მოეწერა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლებიც შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით საპოლიცო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარკუს ულბიგი, ბადენ-ვიუერტემბერგის შინაგან საქმეთა მინისტრი, თომას შტრობლი და ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრი, პეტერ ბოითი საქართველოში მიიწვია. 

 
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ