ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პოტსდამში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2016 წლის 1 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. პოტსდამში ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით გაიმართა. არაფორმალურ შეხვედრაზე მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ეუთო-ს ჰამბურგის მინისტერიალის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს.

„ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც დღეს ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას. ეს არის, როგორც დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, ასევე უმეტესწილად უსაფრთხოების საკითხები და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. დღეს ბევრი პრობლემა არის ევროპაში უსაფრთხოების კუთხით. პირველ რიგში ჩვენთვის არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ასევე ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეუთო-ს უფრო ეფექტური ჩართულობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესსა და ასევე ნდობის აღდგენის პროცესში, რათა შემუშავებული იქნას შესაბამისი მექანიზმები ამ პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის“-განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არაფორმალური შეხვედრის დაწყებისას.

ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. 

 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ