ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადება 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

„მსურს მივულოცო ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა. საერთაშორისო დამკვირვებლების - მათ შორის ევროკავშირის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთოს)და ევროპის საბჭოს დასკვნების თანახმად, არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ჩვენი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. ასევე მეორე ტურში შენარჩუნებული უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო სტანდარტები. ქართველმა ამომრჩეველმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი ევროპასთან დაახლოების მტკიცედ განსაზღვრულ პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს კვლავაც დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მჭიდროდ და ნდობით გამსჭვალული ვითანამშრომლებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისა და მთავრობის ფორმირებების შემდგომ ჩამოყალიბებულ საქართველოს ახალ მთავრობასთან.“


http://www.auswaertiges-amt.de/DE/Infoservice/Presse/Meldungen/2016/161010-Wahlen_Georgien.html?nn=382708 

 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ