ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში საქართველოს საკონსულო სამსახურისაგან ითხოვენ ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებმაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მიმართეს თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია შემდეგი განმარტება:


დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გამოთხოვა საკუთარი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში რასობრივი, ეთნიკური, პოლიტიკური, ან სხვა საბაბით თავშესაფარს ითხოვენ, შეზღუდულია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად.

პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ გერმანიის ფედერალური კანონმდებლობითა და ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 2013/32/EU დირექტივის 30-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცემა, განსაკუთრებით მისი მიწოდება იმ სახელმწიფოს ორგანოებისათვის, რომელსაც გაურბის მოქალაქე.

აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსულო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობასმიაწოდოს დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების შესახებ.


 პატივისცემით საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ