ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი ხელახალი არჩევა. მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი და შვაბი ემიგრანტების საქართველოში დასახლების 200 წლისთავი აღინიშნება. ორივე იუბილე გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ტრადიციული მჭიდრო კავშირის დასტურია. დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის შემდგომ განმტკიცებაში საქართველოს მომავალშიც შეუძლია, ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვაგრძელებ მჭიდრო გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. თქვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულებაში გისურვებთ დიდ წარმატებებს!”, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის მილოცვაში.

 

https://www.bundesregierung.de/Content/DE/Pressemitteilungen/BPA/2016/11/2016-11-29-georgien-glueckwunsch.html

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ