ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართულ-გერმანული წელი 2017 ბერლინის ფილარმონიაში გალა-კონცერტით გაიხსნა

ქართულ-გერმანული წელი 2017 ბერლინის ფილარმონიის დიდ დარბაზში 7 იანვარს, მართლმადიდებლური შობის დღესასწაულის დღეს თბილისის სიმფონიური ორკესტრის, ანსამბლების "რუსთავისა" და "მძლევარის" გრანდიოზული გალა-კონცერტით დაიწყო. კონცერტი ანსამბლმა "რუსთავმა" გერმანელი კომპოზიტორის ჰაინრიხ პფაილის ნაწარმოების - "ძინავს ტბას" ("Still ruht der See") ქართულ და გერმანულ ენებზე შესრულებით გახსნა, რამაც მაყურებლის ხანგრძლივი ოვაცია დაიმსახურა. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მესამე საფორტეპიანო კონცერტის შესრულების შემდეგ, რომელიც ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა შეასრულეს, მსმენელმა ანსამბლების "რუსთავისა" და "მძლევარის" მიერ ერთობლივად შესრულებული ვახტანგ კახიძის "საშობაო ტრილოგია" მოისმინა. აღტაცებული მსმენელი კონცერტის მონაწილეებს სცენის დატოვების საშუალებას არ აძლევდა და განმეორებას მოითხოვდა. 

7 იანვარს ბერლინის ფილარმონიის დიდ დარბაზში გამართულ გალა-კონცერტს ესწრებოდნენ გერმანიის მთავრობის, პარლამენტისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, 2017 წელი ქართულ-გერმანულ წლად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 

 
ქართულ-გერმანული წელი 2017 Deutsch-Georgisches Jahr 2017

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ