ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
"საუბარი ელჩთან" - BUSINESS & DIPLOMACY

მიმდინარე წლის 26 იანვარს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ბატონმა ლადო ჭანტურიამ მონაწილეობა მიიღო ყოველთვიური გამოცემა BUSINESS & DIPLOMACY--ს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პოდიუმის დისკუსიაში, რომელსაც გერმანიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, მედიისა და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოდიუმის დისკუსიას სახელწოდებით - "საუბარი ელჩთან" (Botschafter-Gespräch) უძღვებოდნენ BUSINESS & DIPLOMACY-ს გამომცემელი ფრანკ შუტიგი და ჟურნალის მთავარი რედაქტორი რაინერ შუბერტი. საკუთარი მოხსენების შემდეგ, რომელიც როგორც საქართველოს დასავლური ინტეგრაციის კურსს, ასევე გერმანულ-ქართულ ურთიერთობებსა და ქართულ-გერმანულ წელს შეეხებოდა, საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ გერმანული მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და ქვეყნის დასავლური კურსის სიმტკიცეს დადებითი შეფასება მისცეს. პოდიუმის დისკუსიის დასრულების შემდეგ, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელზეც სხვადასხვა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი.

 
საქართველოს ელჩის ოფიციალური შეხვედრები 2017

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ