ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს სტენდი ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე (ITB Berlin)

მიმდინარე წლის 8-12 მარტს ბერლინში გაიმართა რიგით 51-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა (ITB Berlin), რომელზეც საქართველო კვლავ საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი. ITB 2017-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დამთვალიერებლებს საქართველოს ცალკეული რეგიონები წარუდგინეს. წლევანდელ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე მონაწილეობდნენ ასევე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების დელეგაციები, რომლებაც რეგიონების ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ქართულ პავილიონში უცხოელ პარტნიორებთან არაერთი შეხვედრა გამართეს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გერმანული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის 9 მარტს გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ITB Berlin მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად 120 000-ზე მეტ დამთვალიერებელს მასპინძლობს. 

 
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ