ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოსა და გერმანიას შორის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

მიმდინარე წლის 20 მარტს ძალაში შევიდა 2014 წლის 9 ივლისს ქალაქ ბერლინში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.

შეთანხმება ითვალისწინებს ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ნარკოტიკული დანაშაულის, იარაღის უკანონო ბრუნვის, ადამიანით ვაჭრობის, უკანონო მიგრაციის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, კიბერდანაშაულისა და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარეებს შორის თანამშრომლობას, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით.

აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას.

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ