ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

მიმდინარე წლის 28-31 მარტს შედგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში, რომლის ფარგლებშიც მინისტრმა უაღრესად საინტერესო შეხვედრები გამართა როგორც გერმანიის მთავრობის სხვადასხვა უწყებებში, ასევე პოლიტიკურ ფონდებში: საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში, გერმანიის ბუნდესტაგში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში, საგარეო ურთიერთობათა გერმანიის საბჭოსა და კიორბერის ფონდში. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის მრჩევლის მოადგილესთან იოახიმ ბერტელესთან, რომელსაც მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ასევე საინტერესო შეხვედრა გაიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა სპიკერთან ნილს ანენთან, რომელსაც მინისტრმა ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ მოახსენა. ვიზიტის დასასრულს ქეთევან ციხელაშვილი ბერლინში საქართველოს საელჩოსაც ეწვია.

 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ