ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის ვიზიტი ბერლინში

2017 წლის 22 მაისს ბერლინს ეწვია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე. კომისიამ მონაწილეობა მიიღო 23-24 მაისს ქ. ბერლინში გამართულ კონფერენციაში სახელწოდებით - "საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში", რომელსაც ვენეციის კომისიის წევრები და გერმანელი ექსპერტები ესწრებოდნენ. 

კონფერენციას მოდერირებას ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი, ვოლფგანგ ბაბეკი უწევდა. მონაწილეებს მიმართეს GIZ-ის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამის ხელმძღვანელმა თომას მაიერმა, გერმანიის ფედერალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა დირკ შატშნაიდერმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა მიხაელ ზიბერტმა. 

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირადად გააცნო საქართველოში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები და ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმის აუცილებლობაზე. კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. 

ქართველი სტუმრებისა და ვენეციის კომისიის საპატივცემულოდ, საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება ქართული კერძებითა და ღვინით. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი "ბათუმი".

 


 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ