ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ძვირფასო თანამემამულეებო!

გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი სურვილია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს განსახილველად წარედგინოს სამინისტროს პროგრამის პროექტი - ერთიანი, ძლიერისამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა

ზემოხსენებული დოკუმენტის პროექტით სამინისტრო შეეცადა წინა პლანზე წამოწიოს და სამოქმედო გეგმად დასახოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საქართველოსთან კავშირების გაღრმავებისა და მათი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო თანდართული დოკუმენტის სახით გაგაცნობთ შემუშავებული პროექტის შესახებ და მოუთმენლად ელის დოკუმენტის პროექტზე ნებისმიერი სახის გზავნილს, როგორც საფოსტო ასევე ელ.-გზავნილის სახით. 

ამასთან, საელჩო ქართული დიასპორის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს ზემოხსენებული პროექტის ერთობლივი განხილვის თარიღად გთავაზობთ 2017 წლის 4 ივლისს ადგილობრივი დროით 16:00 – 18:00 სთ.

საქართველოს საელჩოში დაგეგმილ ზემოხსენებულ შეხვედრაში თქვენი მონაწილეობის შესახებ გთხოვთ, მ.წ. 2 ივლისამდე დაგვიდასტუროთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - berlin.konsulat@mfa.gov.ge.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ