ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ

"საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმების კუთხით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამართლის სფეროში 1993 წლიდან გერმანიასთან არსებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ,  რამაც ქვეყანას ხელი შეუწყო აღნიშნული პროგრესის მიღწევაში.

საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, იგი რეფორმებზე ორიენტირებული ქვეყანაა, რასაც ადამიანის უფლებების დარგში ქვეყნის ევროკავშირთან რეგულარულ დიალოგში ყოფნაც ადასტურებს. დიალოგში მთავარ თემებს არჩევნებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, პრესის თავისუფლება, უმცირესობების უფლებები და ანტიდისკრიმინაცია წარმოადგენენ.  საქართველოს ასევე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. კორუფციის დასამარცხებლად ქვეყანამ არაერთი ძირფესვიანი ადმინისტრაციული რეფორმა გაატარა, რომელთაგან სამაგალითოდ შეიძლება დასახელდეს პოლიციის რეფორმა.

არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნათლად ასახავენ ინვესტორების ნდობას პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს წიაღისეული ნედლეულის დასავლეთ ევროპის მიმართულებით გადაზიდვის კუთხით. თუმცა განუვითარებელია ინდუსტრიული პროდუქცია. ასევე დღის წესრიგში რჩება საწარმოებისთვის შემდგომი რეფორმების გატარება, ისევე როგორც რეფორმების გატარება განათლების სფეროში, რომელიც გერმანული დუალური განათლების სისტემაზეა ორიენტირებული.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. რუსეთის მიერ ჩამორთმეულ საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 10 000 რუსი სამხედროა განთავსებული. საქართველო სამართლიანად ითხოვს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის ჯარების საკუთარი ტერიტორიებიდან გასვლას და ამასთანავე, ცდილობს რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე რუსეთის არმიას მიუერთოს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები, კიდევ უფრო ართულებს რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას.

გამომდინარე არჩეული რეფორმებზე ორიენტირებული კურსიდან და მიუხედავად არსებული ტერიტორიული გამოწვევებისა, საქართველო შეიძლება ჩაითვალოს აღმოსავლეთ პარტნიორობის გამორჩეულ ლიდერად, რომელიც განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირთან ცოტა ხნის წინ ძალაში შესული ვიზა ლიბერალიზაცია უაღრესად მისასალმებელია." - ნათქვამია რეზოლუციაში.

უფრო ვრცლად: http://www.bundestag.de/dokumente/textarchiv/2017/kw26-de-oestliche-partnerschaft-eu/511678

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ