ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული კულტურის დღე ბერლინში - "საქართველო მარტო სახლში"

2017 წლის 1 ივლისს ბერლინში, სახელგანთქმულ ვილა ელიზაბეტში, საქართველოს საელჩოსა და moving points-ის ორგანიზებით, გაიმართა ქართული თანამედროვე კულტურის ერთდღიანი ფესტივალი „საქართველო მარტო სახლში".

ღონისძიება საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, რის შემდეგაც სტუმრებმა მანანა მენაბდის მიერ შესრულებული ძველი და ახალი ქართული ბალადები მოისმინეს. დამსწრე საზოგადოებისთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა პოდიუმის დისკუსია, რომელშიც გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, ასევე გერმანიაში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი და თბილისში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შტეფან ვაკვიცი (Stephan Wackwitz) მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელიც ძირითადად ქართულ მუსიკას ეძღვნებოდა, პიანისტმა და ამავდროულად, გერმანიაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ დუდანა მაზმანიშვილმა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით გახსნა, რასაც თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ საკუთარი ლიტერატურული ნაწარმოებების სტუმრებისთვის წარდგენა მოჰყვა. ღონისძიების დასასრულს, რომელსაც წინ გიორგი კიკნაძის ჯაზ-ტრიოს მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები უძღოდა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

ღონისძიება ჩატარდა ბერლინის Hauptstadtfond-ის მხარდაჭერით.

 
ქართულ-გერმანული წელი 2017 Deutsch-Georgisches Jahr 2017

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ