ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ვაკანსია საელჩოს მდივან-რეფერენტის თანამდებობის დასაკავებლად

გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან აცხადებს ვაკანსიას საელჩოს მდივან-რეფერენტის თანამდებობაზე

 

სამუშაოს აღწერილობა:

·         შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება (მიღება, დახარისხება,თარგმნა)

·         სატელეფონო ზარების მიღება/გადანაწილება

·       კანცელარიის არქივისა და დიპლომატიური ფოსტის მიღება/გაგზავნის უზრუნველყოფა

·         ელჩის შეხვედრების ორგანიზება

·         ელჩის მივლინებების მომზადება და ტექნიკური უზრუნველყოფა

·         საელჩოს ვიზიტორთა მიღება

·         სახელისუფლებო სტრუქტურებთან წერითი და ვერბალური კომუნიკაცია

·         საჭირო ინფორმაციის ადგილსამყოფელი ქვეყნის სხვადასხვა სტრუქტურებისთვის მიწოდება

·         საელჩოში გამართული ღონისძიებების ხელშეწყობა

 

ძირითადი მოთხოვნები:

·         გერმანული და ქართული ენების ძალიან კარგი ცოდნა (დამატებით ინგლისური ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა)

·         საოფისე პროგრამების ფლობა

·         გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი

·         ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი

·         დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 – 18:00 (შესვენება 1 საათი)

ანაზღაურება: არსებული კანონმდებლობის შესაბამისად

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: berlin.emb@mfa.gov.ge  ან ფოსტის მისამართზე: Rauchstrasse 11, 10787 Berlin

 

 

განცხადების წარმოდგენის ბოლოს ვადაა: 20 აგვისტო 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ