ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება ბრანდენბურგის რეგიონულ პარლამენტში

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ბრანდენბურგის ფედერალური მიწის რეგიონულ პარლამენტში (Landtag) გაიმართა საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საგანგებოდ ამ დღისთვის ლანდთაგის მიერ მოწვეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ესწრებოდა. საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიტა შტარკმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ბრანდენბურგისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლობის ხანგრძლივ ტრადიციებზე ისაუბრა. გამორჩეულ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე ისაუბრა ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ, რომელმაც სიტყვით მიმართა ლანდთაგის პლენარულ დარბაზში შეკრებილ სტუმრებს.

საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, რომლებიც დიასპორული გაერთიანება ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, პავლე შპეტიშვილის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ბრანდენბურგს ეწვივნენ.

 
ქართულ-გერმანული წელი 2017 Deutsch-Georgisches Jahr 2017

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ