ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კონფერენცია - "25 წელი ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგი"

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, 12 სექტემბერს ქ. ბრემენის მერიის ისტორიულ დარბაზში გაიმართა კონფერენცია, რომელიც სამართლის სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაში, რომელსაც არაერთი ცნობილი სამართლის სფეროში მოღვაწე ესწრებოდა, გერმანული მხარის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ, რომელმაც თავის გამოსვლაში სამართლის სფეროში ხანგრძლივ ქართულ-გერმანულ თანამშრომლობასა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ახალი სამართლის სისტემის ჩამოყალიბებაში გერმანული სამართლის როლზე ისაუბრა.

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ