ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

მ. წ. 5 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მას საქართველოში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

შეხვედრისას ლევან იზორიამ კოლეგას გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების საკითხები განიხილეს. მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარემტკიცე მხარდაჭერისმისიაში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვია, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე გაიმართა ურსულა ფონ დერ ლაიენისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ