ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მონაწილეობა მიიღო ზაარლანდის ფედერალური მიწის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში

ა. წ. 16 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ მონაწილეობა მიიღო ქ. ბერლინში ზაარლანდის ფედერალური მიწის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში "საზღვრების გადალახვა. 

ქ. ბერლინში ზაარლანდის წარმომადგენლობამ ზაარლანდის ეკონომიკური განვითარების საზოგადოებთან ერთად გამართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ბუნდესტაგისა და ფედერალური სამინისტროების წარმომადგენლები, ისევე როგორც სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩები. კონფერენციის თემებს წარმოადგენდნენ მრავალენოვნობა, რეგიონალური პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა.

მრავალენოვნებასთან დაკავშირებით კონფერენციაზე გაიმართა დიალოგი არსებულ შანსებთან და პოლიტიკისთვის წარმოქმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო საფრანგეთის სტრატეგიას, რომელიც ბავშვებისთვის უკვე მსოფლიო ენად დამკვიდრებული ინგლისური ენის გარდა აღმოსავლელი მეზობლის ენის სწავლებასაც ადრეულ ასაკში ითვალისწინებს. კონფერენციაზე ასევე გაესვა ხაზი საზღვრების გადალახვისა და პარტნიორობის დამყარების მნიშვნელობას. ნათელი გახდა ის არასახარბიელო შედეგებიც, რომლებიც იზოლირების ტენდენციასა და პროტექციონიზმს მოაქვს არა მხოლოდ კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არამედ ეკონომიკისთვისაც.

კონფერენციის შედეგების შემაჯამებელ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია, საფრანგეთის ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ან-მარი დეკოტი და გაბონის ელჩი ამავე ქვეყანაში ჟან მარიე მაგენა.

 
საქართველოს ელჩის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ