ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სემინარი საქართველოს შესახებ როთენფელზის ციხე-სიმაგრეში

17 ოქტომბერს როთენფელზის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში ჩატარდა სემინარი საქართველოს შესახებ, რომელზეც მიმოიხილეს საქართველოს, როგორც ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლის, კულტურა, მისი ისტორიული განვითარება და არსებული პოლიტიკური ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ისტორიულ გზაზე, როგორც ერთ-ერთი იმ უძველესი ქრისტიანული ქვეყნისა, რომელსაც თავის დამკვიდრება უმეტესწილად არაქრისტიანულ გარემოში უხდებოდა.

ოთხდღიანი ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა თემატიკის სემინარებს საქართველოს შესახებ პოლიტიკის, ისტორიის, კულტურის, სოციოლოგიის სფეროებიდან. დისკუსიებისა და მოხსენებების ფორმატში დამსწრე საზოგადოება საფუძვლიანად გაეცნო საქართველოს კულტურულ მონაპოვარსა და ამჟამინდელ მდგომარეობას. ასევე მოეწყო ფილმების ჩვენება, სადაც მაყურებელს საშუალება მიეცა გასცნობოდა ქართული კინოს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველო ელჩი ლადო ჭანტურია, რომელიც საქართველოს შესახებ მოხსენებით წარსდგა. ვრცელი პრეზენტაციის ფარგლებში მან აუდიტორიას გააცნო საქართველოში არსებული ვითარება, ისაუბრა გერმანია-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ, მიმოიხილა მიმდინარე რეფორმები და გასულ წლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მან ასევე წარადგინა ქართულ-გერმანული წლის პროგრამა, რამაც მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ