ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
GEORGIEN SPEZIAL ქართული სამზარეულოს დღეები ქ. ბერლინში

19 ოქტომბერს ქ. ბერლინში ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, გერმანიის საგარეო უწყების, „Deutschland - Land der Ideen“-ის და „Markthalle Neun“-ის ხელშეწყობით, გაიხსნა ქართული სამზარეულოს დღეები „Georgien Spezial”. 
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ, გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მიხაელ ზიბერტმა და „Deutschland - Land der Ideen“-ის წარმომადგენელმა ანკე მიულერმა. 
ღონისძიებაზე არაერთ ქართულ კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი ეროვნული წარმოების პროდუქცია, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეჭაშნიკებინათ ქართული ღვინო, დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები და ტკბილეულობა.
ქართული სამზარეულოს დღეები 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://markthalleneun.de/veranstaltungen/…/georgien-spezial

 
Georgien Spezial 2017 წ. - ქართული სამზარეულო

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ