ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
10 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017 ოფიციალურად გაიხსნა.

10 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017 ოფიციალურად გაიხსნა. ფრანგული პავილიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღეს.

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარტნიორი ქვეყანა საფრანგეთია, რომელიც მომავალ წელს ესტაფეტას საქართველოს გადასცემს. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, ქართველი კლასიკოსი მწერლების ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველების“ თარგმანების პრეზენტაციები. ქართული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება გერმანია-საქართველოს წლისადმი მიძღვნილი დისკუსია.

 
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017 წ.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ