ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადმოეცა

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მოსამზადებელ სამუშაოებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო გერმანიაში და გენერალური საკონსულო ქ. ფრანკფურტში.

მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ღონისძიება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, 2017 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა, რომლის საპატიო სტუმარი წელს საფრანგეთია. ფრანგული პავილიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობდნენ. საზეიმო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს დელეგაციაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ხელმძღვანელობით.

წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, 11 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ შეხვედრა გამართა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორთან ჰანს-გიუნტერ ლინდნერთან, რომელიც საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებისა და ფასეულობების შესახებ
 
წიგნს წერს.


აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებს საქართველო როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ოფიციალურად თავად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოოსმა წარუდგინა. 12 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პირველი პრეს-კონფერენცია მომავალი წლის ღონისძიების თაობაზე, რომლის სლოგანი „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ იქნება. ასევე  გაიმართა პრეზენტაცია-დისკუსიები როგორც თანამედროვე, ისე - კლასიკოსი ქართველი მწერლების ნაწარმოებების შესახებ. ღონისძიების დასასრულს კი გაიმართა ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის კონცერტი.

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ