ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი ბერლინში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში, ოფიციალური წრეების წარმომადგენლებთან საქმიან შეხვედრებს მართავს.

ქეთევან ციხელაშვილი კორბერის ფონდის ბერლინის ბიუროს ეწვია, სადაც იგი ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ნორა მიულერს შეხვდა.

მოგვიანებით კი, მისი მონაწილეობით, გერმანიის ფედერალური კანცლერის სამსახურში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ცენტრალურ აზიასთან და სამხრეთ კავკასიასთან ორმხრივი თანამშრომლობის რეფერატის ხელმძღვანელ კნუტ აბრაჰამთან.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ის ჰუმანიტარული გამოწვევები მიმოიხილა, რომელთა წინაშეც უწევს ცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობას.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ