ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი ქ. ჰამბურგში

18 ოქტომბერს ქ. ჰამბურგში გაიმართა ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ქართული ბიზნესის წრეების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და წარმოდგენილი იქნა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივები. ასევე, ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროების ხელშეწყობასა და დაფინანსებაზე.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების გამგეობის წევრმა ქრისტოფ ფრაიტაგმა ხელი მოაწერეს თანამშრომოლობის დოკუმენტს. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მომავალ წელს საქართველო გერმანულ კომპანიებს უმასპინძლებს.

 
2017 წლის ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი ჰამბურგში

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ