ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
9 ნოემბერს თბილისში ევროპის მოედანზე გამიართა ბერლინის კედლის ფრაგმენტის აღმართვის საზეიმო ცერემონია

9 ნოემბერს თბილისში ევროპის მოედანზე გაიმართა ბერლინის კედლის ფრაგმენტის აღმართვის საზეიმო ცერემონია, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია.

ბერლინის კედლის ფრაგმენტი, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო, ქართულ მხარეს 2017 წლის 16 ივნისს მთავრობის მეთაურის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა.

ეს უმშვენიერესი ადგილი შეგვახსენებსრომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადაპრემიერ-მინისტრმა გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „მართლაც ღირშესანიშნავი დღეა. 2017 წელი გერმანია-საქართველოს წელია და გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველს ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ, როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ჰყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, ხაზს ვუსვამ, ვინაიდან ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა.“

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია. გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ კედელი იქნება სიმბოლო იმია, რომ ერთ დღეს საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რადგან ეს ფრაგმენტი აჩვენებს, რომ არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოთმინება. 

საქართველო ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში თავის მიმართვაში მოკლედ მიმოიხილა ბერლინის კედლის აღმართვის ისტორია და მისი გავლენა მსოფლიო მოვლენებზე. „მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც ბერლინის კედლის დაცემა და მისი ცალკეული ფრაგმენტები თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ გადაიქცა; სიმბოლოდ იმისა, რომ ყველა კედელი, რომელიც ხელოვნურად და ძალადობრივად არის აღმართული, ადამიანებს, ხალხებს, ქვეყნებს აშორებს ერთმანეთთან და უპირისპირებს ერთმანეთს, დაინგრევა,“ - განაცხადა ელჩმა. ლადო ჭანტურიამ დიდი სიხარული გამოთქვა, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს ულამაზესი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და თვალსაჩინო ადგილას აღიმართა და რომ ის საქართველოს მთლიანობისა და ერთიანობის მიღწევის რეალურობას განასახიერებდა.

ღონისძიებას თბილისი მოქმედი მერი დავით ნარმანია და ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ცერემონია დასრულდა კონცერტით, რომელზეც აჟღერდა ბერლინის კედლისადმი მიძღვნილი ან მის ფონზე შესრულებული ცნობილი მუსიკალური კომპოზიციები.

 
ბერლინის კედლის ფრაგმენტის აღმართვა თბილისში

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ