ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ბერლინში. 9 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატთან, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტთან როდერიხ კიზევეტერთან. ასევე გაიმართა შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდში. ვიქტორ დოლიძემ მინაწილეობა მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდში გამართულ დისკუსიაში. სამუშაო ვიზიტის პირველი დღის დასასრულს ვიქტორ დოლიძე დაესწრო ევროპარლამენტის პრეზიდენტის ანტონიო ტაიანის გამოსვლას კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ირგანიზებულ ღონისძიებაზე. 10 ნოემბერს ვიქტორ დოლიძემ შეხვედრები გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩთან ბეტინა კადენბახთან და გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში იოახიმ ბერტელესთან. 11 ნოემბერს ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობას მიიღო კონფერენციაში "ევროპის სული" (“Soul for Europe”), სადაც სახელმწიფო მინისტრი სიტყვითაც  გამოვიდა.

 
ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ბერლინში

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ