ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები გერმანიაში, სხვადასხვა დარგის მეცნიერები, გერმანული პოლიტიკური სპექტრისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

სტუმრებს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელშიც მან მოკლედ შეაჯამა საქართველო-გერმანიის მჭიდრო ურთიერთობები, ელჩის რანგში თავისი მოღვაწეობის განვლილი ოთხი წელი, ისაუბრა მიღწეულ შედეგებზე და დაგეგმილ ნაბიჯებზე. მან მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს აქტიური მხარდაჭერისა და საქმიანი თანამშრომლობისთვის და ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა.

საღამოს მუსიკალურ გააფორმებაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა გერმანელმა ჩელისტმა მაქსიმილიან ჰორნუნგმა, რომელსაც საქართველოს კულტურის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საქვეყნოდ ცნობილი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი როიალზე აკომპანემენტს უწევდა. 

სასიამოვნო საღამო ალაფურშეტით დაგვირგვინდა, რომელზეც სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნებისა და ღვინის დაჭაშნიკების საშუალება მიეცათ.

 
ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ