ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მწვანე კვირეული 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2018″ (Grüne Woche 2018) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელიც უკვე 83 წელია ყოველწლიურად იმართება. 2018 წლის "მწვანე კვირეულში“ სხვადასხვა ქვეყნის 1 600-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას წარუდგენს მომხმარებელს. გამოფენას ყოველწლიურად 400 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მიმდინარე წელს გამოფენა "მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ბულგარეთი წარმოადგენს.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ქართული კომპანიები. წელს, საქართველოს სტენდზე 20-მდე კომპანიის პროდუქცია — ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი, წვენი, ჩაი, თაფლი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელია წარმოდგენილი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი.


ბერლინში გამართულ გამოფენას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლევან დიასამიძე ესწრებოდნენ. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო "მწვანე კვირეულის" ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან პეტერ ბლეზერთან, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან იანის დუკლავსთან, ბელორუსიის რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იგორ ბრილოსთან და ბუნდესტაგის დეპუტატთან, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან კარენ შტრელცთან.

 
მწვანე კვირეული 2018

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ