საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
Rauchstraße 11, 10787 Berlin – Tiergarten
ტელ.: +49 (30) – 484907 -19
ფაქსი: +49 (30) – 484907 20
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 14 ივლისიდან იცვლება საკონსულო სამსახურში სატელეფონო კონსულტაციების დრო.
ახალი განრიგის მიხედვით, საკონსულო კონსულტაციები გაიმართება ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე.
დამატებით შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა მიღება საკონსულო სამსახურში ხორციელდება ყოველდღიურად 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.
გამონაკლისს წარმოადგენს სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობა — აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად, გთხოვთ მობრძანდეთ საკონსულოში ყოველ სამუშაო დღეს (ოთხშაბათის გარდა), 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ან წინასწარი შეთანხმებით.
გთხოვთ, წინასწარ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge
სასწრაფო და გადაუდებელ შემთხვევებში (გარდაცვალება, უბედური შემთხვევა და ა.შ. ) დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე +49 (0) 170 382 73 97;