სანოტარო მოქმედებები
საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა.
საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა.
დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი.
ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი (მაგ: მინდობილობა - სახელი/გვარი).
1) მინდობილობის გაცემა;
- მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და თან იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
- მინდობილი პირის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი ან პირადობიოს მოწმობა);
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი სახით. საფასური შეადგენს 10 ევროს.
2) ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
- მოქალაქე პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და თან იქონიოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი სახით. საფასური შეადგენს 5 ევროს;
მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. საკონსულოში ვიზიტის ასაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ წინასწარ.
ანგარიშის ნომერია:
- Deutsche Bank Berlin
- IBAN: DE08100700000063405503
- BIC: DEUTDEBBXXX
- Konto Inh - Botschaft von Georgien
- Deutsche Bank Berlin
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს +49 30 48 49 07 19 ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14სთ-დან 17სთ-მდე.