Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აცხადებს 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ვიზიტი ბერლინში

შეხვედრა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან

შეხვედრა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან

საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2026 წლის 23 ივლისს, ბერლინში, ვილა ბორსიგში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

საგრანტო კონკურსი „ჩემი ქართული სკოლა“

საგრანტო კონკურსი „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“.

საგრანტო კონკურსი „ჩემი ენა ქართული“

საგრანტო კონკურსი „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება ახლო აღმოსავლეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება.

საბჭოთა ოკუპაციის დღე
საბჭოთა ოკუპაციის დღე

საბჭოთა ოკუპაციის დღე

2026 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს ელჩი ბერლინალეზე
საქართველოს ელჩი ბერლინალეზე

საქართველოს ელჩი ბერლინალეზე

საქართველოს პავილიონს ევროპული კინოს ბაზრობაზე გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე კარტოზია და კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი ეწვივნენ. ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად, ელჩს გააცნო ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს საქმიანობის შედეგები. ეროვნული კინოცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად წარადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს.

ქართული ფილმი გამარჯვებულია
ქართული ფილმი გამარჯვებულია

ქართული ფილმი გამარჯვებულია

ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორ ნოდარ მარშანიშვილის ფილმმა „კარს მიღმა“, მერაბ ნინიძისა და ჯანო იზორიას მონაწილეობით, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა. საელჩო ულოცავს ფილმის შემოქმედებით ჯგუფს.

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში

2026 წლის 15 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები.