საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი
გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში, ბერლინში გაიმართა მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და სამედიცინო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს.
თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ქრონიკული დაავადებების მართვა, ინოვაციური მედიკამენტები, კლინიკური კვლევები და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ გერმანული კომპანია Siemens Healthineers-ის წარმომადგენელ დანიელ ფრიშთან.
შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას დაავადებების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის სიზუსტისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში. ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
