Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ალექსანდრე კარტოზია

დაბადების თარიღი და ადგილი

1959 წლის 8 იანვარი

პროფესიული გამოცდილება

2025 წლიდან დღემდე- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

2014 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (სპეციალობა: გერმანული ენა და თარგმანმცოდნეობა).

2008–2013 ოდერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტის (ვიადრინა) მოწვეული პროფესორი (სპეციალობა: კავკასიის ენები და კულტურები).

2006–2008 ბრემენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.

2005–2006 ოდერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტის (ვიადრინა) შედარებითი სოციოლინგვისტიკის კათედრის მეცნიერი თანამშრომელი.

2004–2005 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე.

1998–2004 საქართველოს განათლების მინისტრი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში.

1997–1998 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

1989–1997 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე.

1988 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტი.

1986–1988 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი.

1982–1986 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე. გერმანული ენის მასწავლებელი თბილისის გერმანულ სკოლაში (ამჟამად გურამ რამიშვილის სახელობის გიმნაზია).

1981–1982 საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის მთარგმნელი.

განათლება

1995 წელი- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

1986 წელი- ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

1981–1985 წწ. ასპირანტურა ზოგად ენათმეცნიერებასა და ფსიქოლინგვისტიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე პროფესორ გურამ რამიშვილის ხელმძღვანელობით.

1981 წელი- დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაციით „ფილოლოგი; გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი“.

ჯილდოები

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დამსახურების ჯვარი (2022)